კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს
საზოგადოება - 12:41, 03 Jul, 2020     502

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს. პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მედიაწიგნიერების ერთობლივი პროექტები განხორციელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებში თსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. შემდგომ ეტაპზე, კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ზრუნვას სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითაც გეგმავს.

ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, რაც სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება, კომუნიკაციების კომისია საგანმანათლებლო სესიებს, სემინარებსა და ტრენინგებს თსუ-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!", ხოლო შემდგომ ეტაპზე, სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.

რაც შეეხება პროექტს „მედიის ეკონომიკა", კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე სტარტაპების მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.

თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42