"ბოდიშს ვიხდი ასეთი ფორმით მომართვისთვის, მაგრამ..." - გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
საზოგადოება - 16:30, 01 Jul, 2020     1081

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცულიო გარდაცვალება - გიორგი შაქარაშვილის ბიძა ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებისთვის საინტერესო გარემოებებზე საუბრობს.


"ჩემო კეთილო ადამიანებო, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ფორმით მომართვისთვის, მაგრამ ყველაზე უფრო ტრაგიკულ მოვლენებსაც აქვს, რაღაც სტადიები, რომელიც გაიძულებს, იყო ადეკვატური. მასმედიის წარმომადგენლებს მინდა, ვთხოვო, გაითვალისწინონ ჩემი მდგომარეობა, ვინაიდან მათდამი დიდი მადლიერების გამო, უკვე ორი დღეა, ჩემი ნების საწინააღდეგოდ მიწევს გარკვეული აქტიურობა.
თქვენი დამსახურებით განვლილ 12 დღეში შესრულდა ორი უდიდესი ამოცანა: ვერ განხორციელდა ბავშვის ტრაგედიის გამოყენება მდარე მიზნებისთვის და შეიქმნა ყველაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რომ არ მოდუნდეს სამართალდამცავი სისტემა და გაგრძელდეს თავდაზუგავი შრომა გიორგის გარდაცვალების ფაქტის ზუსტი მიზეზების დასადგენად, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.
მოცემულ ეტაპზე თქვენც კარგად ხვდებით, რომ ყველას ერთად გვიწევს ერთი და იგივე წრეზე ბრუნვა, ვინაიდან მთლიანად დამოკიდებული ვართ შემდგომ მოვლენებზე. უკვე უხერხულია, გაუმართლებელია, მომაბეზრებელია დაზარალებული ოჯახის მხრიდან ყველა მოსაზრების შეფასება და მათზე კომენტარის გაკეთება. მე პირადად ძალიან გამაღიზიანებდა ჩემს ადგილზე მყოფი ადამიანის ყურება და მოსმენა. იცით ჩემი გულწრფელი მადლიერება თქვენდამი და ისიც იცით, რომ როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან სიახლესთან გვექნება საქმე, მაშინვე ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დროებით ავიღოთ ტაიმაუტი, მომეცით საშუალება, მთლიანად გადავერთო ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, იმედია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ოჯახზე მეტად ვერავინ განიცდის ამ საშინელებას.

P.S თქვენს მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე, საქმის სისხლის სამართლებივი კვალიფიკაციის საკითხი-ანუ რატომ არ მიმდინარეობს ძიება "თვითმკვლელობამდე მიყვანის " ან "სიცოხლის გაუფრთხილებელი მოსპობით", გახლავთ ყველაზე ხშირი და ყველაზე მოთხოვნადი.
თავს ვალდებულად ვთვლი კიდევ ერთხელ განგინარტოთ, რომ როდესაც ადამიანს ედავები თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც მინიმუმ უნდა ამტკიცებდე, რომ შენმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, რაც კატეგორიულად გამორიცხულია ოჯახის მხრიდან. თუმცა, ვინაიდან არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც არც ოჯახის აინტერესებს და არ მათი პოზიცია და საკითხს სვამენ არა კითხვის, არამედ რიტორიკული კითხვის ფორმით, იძულებული ვარ ავუხსნა, რომ "თვითმკვლელობამდე მიყვანის " მუხლის ის ნაწილი, რომელზედაც საუბრობენ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.
ზუსტად ანალოგიურ დასჯადობას ითვალისწინებს "სიცოხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით". იმ ადამიანებს, რომლებიც დაედევნენ გიორგის და რამაც გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება (როგორც არ უნდა ამსუბუქონ მათი ქმედება, ეს ფაქტი უტყუარად დადგენილია) ბრალდება წარდგენილი აქვთ ორი მუხლით, რომელთაგან ერთი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო მეორე შვიდიდან ათ წლამდე ვადით.
ამდენად, მიჩნდება კითხვა-რა უნდა მოვთხოვო გამოძიებას, რომ ათწლიანი დასჯადობიდან გადააკვალიფიცირონ 4 წლიან დასჯადობამდე?
რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, იმედია, აქ ყველაფერი გასაგებია, რატომ ვიკლავთ თავს ყველა გარემოების ბოლომდე გამოწვლილვით შესწავლით.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას!" - წერს ნიკოლაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42