საქართველოში ციმბირული წყლული გამოჩნდა - მედიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
საზოგადოება - 12:16, 01 Jul, 2020     741

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს. სააგენტო ჯილეხის, იგივე ციმბირული წყლულის გავრცელების შესახებ წერს და მოსახლეობა მოუწოდებს დაუყონებლივ მიმართონ სააგენტოს, ცხოველზე დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინირებულია – 806 244 სული დაავადების ამთვისებელი (მსხვილფეხა, წვრილფეხა კენტჩლიქიანი) ცხოველი.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაავადების გამოვლინების კლების ტენდენცია აღინიშნება, კერძოდ, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით შემთხვევები ცხოველებში შემცირდა 98%-ით, ხოლო ადამიანებში 87%-ით.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები, ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დასნებოვნება ძირითადად ხდება დაავადებული ცხოველის დაკვლის და მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია.

ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. დაავადების საეჭვო ნიშნებია მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა დიარეა, ლორწოვანი გარსის შეშუპება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ცხოველს დაავადების ნიშნების გამოუვლინდა, დაუკავშირდნენ სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს. დაუშვებელია დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება, რაც იწვევს ახალი კერის წარმოქმნას" - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42