ხარაგაულში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად მთავრობის მიერ დარიგებული საწვავის ვაუჩერები დაწვეს. ადგილობრივების თქმით, სოკარის ბენზინგასამართი სადგური, რომელიც მათ უნდა მოემსახუროს დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს და დახმარება აზრს კარგავს.
დასახლებული პუნქტიდან ბენზინ-გასამართი სადგური იმდენად შორსაა, რომ მისვლას და უკან დაბრუნებას უფრო მეტი თანხა დაჭირდება, ვიდრე ვაუჩერით გათვალისწინებული შეღავათია.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე ბენზინ-გასამართი სადგურისთვის ხელშეკრულების გაფრომება არა ადგილობრივების დახმარება, არამედ თავად ბენზინგასამართ სადგურის დახმარებაა.
"სოფლის მეორნეობისთვის არაფერს არ წარმოადგენს ეს ვაუჩერი. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ფასი აქვს დიდი და მეორე პრობლემას წარმოადგენს, რამდენიმე ოპერაცია უნდა გაიარო ამასთან დაკავშირებით, მე ვერ ავიღებ... ჩემისთანა 90%-ია სოფელში ასეთი" - განაცხადა ადგილობრივმა.
მასალის გამოყენების პირობები






