"გიორგი ჩხუბში არ ჩარეულა, სახლში ქეიფობდა" - რა წერია 18 წლის ანი გაბეჩავას ჩვენებაში
საზოგადოება - 20:12, 29 Jun, 2020     1345

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება და იუბილარი გოგონას ჩვენება გიორგი შაქარაშვილის საქმეში.

ანა გაბეჩავა მომხდარის დეტალებს იხსენებს და წერს, რომ ჩხუბში, რომელიც სახლის გარეთ დაიწყო, გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ არ მონაწილეობდნენ.

გოგონას ჩვენებით ირკვევა, რომ შაქარაშვილი და მისი მეგობრები დაპირისპირების დროს გარეთ არც კი გასულან.

რაც შეეხება ჩხუბს, როგორც ანა გაბეჩავა ჩვენებაში წერს, მან დაინახა როგორ ჩაარტყეს მის უბნელს ქვა, რა დროსაც მას სისხლი წამოვიდა, ასევე ჩვენებიდან ირკვევა, რომ იმავე დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანება ვახტანგ ჩიქოვანმა.

"დაახლოებით იქნებოდა 23:30 საათი როდესაც დავინახე რომ ჩემი ზ/ხსენებული მეგობრები, კლასელები და უბნელები სახლში აღარ იყვნენ რაზეც ვიფიქრე რომ ისინი მოსაწევად იყვნენ გარეთ გასულები რა დროსაც ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი მ.ხ და მითხრა რომ გარეთ სავარაუდოდ ჩხუბობდნენ და მთხოვა გარეთ გავსულიყავი რომ განმემუხტა სიტუაცია. როდესაც გავედი სახლის ეზოში დავინახე რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ისინი ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხოლო ვინ ვის ურტყამდა კონკრეტულად მე ამას არ დავკვირვებივარ რადგან ვცდილობდი მათ გაშველებას და სწორედ გაშველების დროს დავინახე რომ ჩემს უბნელს ნ.ხ-ს ქვა ჩაარტყა მარცხენა შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა ს.ჩ-მ, რა დროსაც ნ.ხ-მ მიიღო დაზიანება და წამოუვიდა სისხლი. ასევე დავინახე ეზოში ჩემი უბნელი ვახტანგ ჩიქოვანი რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანება, ხოლო ის ვინ სცემა მე ეს არ დამინახავს. თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ იყო ძლიერ ნაცემი. მე და ჩემი სტუმარი გოგოები ვცდილობდით ზ/აღნიშნული ბიჭების გაშველებას და ვეუბნებოდი მათ რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ. გოგოებმა ჩვენი ძალით შევძელით ბიჭების გაშველება და ისინი გავყარეთ სახლის ეზოდან, რის შემდგომაც მე და ჩემი მეგობარი გოგოები, ლ.ნ, ლ.ქ, მ. ხ, ს ჭ, და ე ხ შევბრუნდით სახლში, სადაც დაგვხვდა გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე და ვ.თ რომლებიც ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან და არ ჩარეულან ჩხუბში და შიგნით ქეიფობდნენ "- აღნიშნავს ანა გაბეჩავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42