"უთხრა შენ უნდა დაგენახაო და ჯერ კეფაში შემოარტყა პოლიციელმა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა
საზოგადოება - 16:35, 26 Jun, 2020     1958

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.


როგორც დაკავებულის მამა განმარტავს, მის შვილს სთხოვდნენ ეთქვა, თუ რა მიმართულებით გაიქცა გიორგი შაქარაშვილი. მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცავებს განუცხადა, რომ არ დაუნახავს, დაარტყეს. ამასთან, დაკავებული არასრულწლოვნის მამა ითხოვს, მის შვილს ჩვენება ხელახლა ჩამოართვან.

"რაც ჩვენ გვინდა, ის უნდა დაწეროო, ეუბნებოდნენ. იმ დონეზე ვიყავი სიმართლის გარკვევით დაინტერესებული და გარდაცვლილ ბავშვზე ვფიქრობდი, გამოძიებისთვის ხელი არ შემიშლია, ვიფიქრე, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს ხელი, ოღონდ სიმართლე თქვას-მეთქი. ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა, ედავებოდნენ, შენ უნდა დაგენახაო და ჯერ კეფაში შემოარტყა პოლიციელმა და მეორედ, ზურგში მუშტი ჩაარტყა. 3-4 პოლიციელი ესწრებოდა ამას. იმ დონეზე ვიყავი აღშფოთებული იმ ბიჭის დაღუპვით, ჩემი შვილი თუ დასასჯელია, პირველი ის დასაჯეთ-მეთქი, ვუთხარი. ჩემი შვილი "ნახალოვკელების" მხრიდან იყო. დაბადების დღეზე იყო, მთვრალს მანქანაში ეძინა, რომ მიტრიალდნენ უკან, კიდევ მანანქაში ეძინა, ავტობანზე გაეღვიძა. როცა ბიჭებისკენ გაიქცნენ, ჩემი შვილიც ამ ბიჭებს გაყვა, მეტი არაფერი მომხდარა. ჩემი შვილი ამბობდა, შაქარაშვილი არ დამინახავსო და როგორ არ დაგინახავსო და ძალადობა წავიდა. იმხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო... მე იქ ვიყავი, მაგრამ დაღუპული მეცოდებოდა, არაუშავს, ჩემ შვილს მოხვდეს, ოღონდ სიმართლე თქვას და გამოძიებას ხელი არ შევუშალო-მეთქი და გავჩერდი. ჩვენება არასწორადაა ჩამორთმეული და ჩვენება თავიდან ჩამოართვან, იმ გამოკითხვას ადვოკატიც არ დასწრებია", - აცხადებს არასრულწლოვანის მამა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42