ახლა მთავარი კითხვაა დაზიანებები ფეხბურთელს სიცოცხლეში მაიყენეს თუ არა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორის თქმით, "ცალსახად დგინდება, რომ სხეულს გარეგნულად აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. კერძოდ ბლაგვი ტრავმვის სახით, როგორეც თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ასე შემდეგ".
ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სახეზე აქვს ბლაგვი ხასიათის ტრამვა, რომელიც მოიცავს იმ დაზიანებებს, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს ამ ტრამის დროს.
რაც შეეხება გამოკიხვათა სერიას, მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დაკიხვები დღესაც გრძელდება.
რამდენიმე წუთში ადგილზე იმ მორაგბეებს ელოდებიან, რომლებიც 18 ივნისის ღამეს ახლობლის ზარის საფუძველზე ჯერ მცხეთაში აგარაკზე ჩავიდა, შემდეგ კი თბილისისკენ მომავალ გზაზე დაღუპულ გიორგი შაქარაშვილსა და მის მეგობარს, გურამ ამირხანაშვილს მანქანა გაუჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






