სკანდალური წვეულება - გია სურამელაშვილისა და პოლიციის დაპირისპირების ახალი დეტალები
საზოგადოება - 22:33, 23 Jun, 2020     1008

დაბადების დღის წვეულება, რომელსაც შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ინციდენტით დასრულდა.

"მთავარის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პოლიციამ რესტორნის მენეჯმენტს 1500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, გია სურამელაშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც მომღერალი პოლიციის ეკიპაჟთან ერთადაა. თავად სურამელაშვილი მისი დაკავების ფაქტს უარყოფს და ყვება რომ მან სამართალდამცავებს მხოლოდ ჯარიმის გამოწერის მიზეზი ჰკითხა.

წვეულებაზე მყოფი სტუმრებიც და ყვებიან, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ იქ მყოფი ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღევის ფაქტზე დააკავა, თუმცა იყო თუ არა დაკავებულ პირებს შორის თავად გია სურამელაშვილი, ამაზე საუბარს მისი მეგობრები თავს არიდებენ.

რესტორნის მენეჯმენტი მომხდარს უარყოფს და ამბობს რომ პოლიციას მათთვის არც ჯარიმა გამოუწერია და არც მათ სტუმრებს მოსვლიათ სამართალდამცავებთან უთანხმოება.

რა მოხდა რესტორანში, რის საფუძველზე დააკავეს იქ მყოფი 2 პირი და გაატარა თუ არა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გია სურამელაშვილმა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. შსს ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42