დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების საბედისწერო წვეულება და გარდაცვლილი ფეხბურთელი - დაინტერესდება თუ არა გამოძიება 12 სკოლის მეთორმეტე კლასელებით - რა მოხდა მცხეთაში
საზოგადოება - 10:50, 23 Jun, 2020     1575
19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმე - დაინტერესდება თუ არა გამოძიება 12 სკოლის მეთორმეტე კლასელებით - როგორც ირკვევა, 40 კაციან დაბადების დღის წვეულებაზე, უმრავლესობა სწორედ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები იყვნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება 12-ე კლასელებსა და შედარებით უფროს ახალგაზრდებს შორის სუფრასთან დაიწყო და გზატკეცილზე გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მეთორმეტე კლასელებმა დაურეკეს თბილისში უფროს მეგობრებს და დახმარება სთხოვეს.

მეთორმეტე კლასელების თხოვნა ნახალოვკაში მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს და ინცინდენტში ჩაერთნენ.

გამოძიება ამ დრომდე კვლავ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ის გადაკვალიფიცირდეს.

საგამოძიებო მოქმედებები მცხეთის პოლიციაში გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დაიკითხა კიდევ ორ მოწმე ისინი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს.

შაქარაშვილი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მის კვალს მყვინთავებმა მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, დაგუბებულ წყალში მიაკვლიეს. ფეხბურთელის ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა, მდინარე არაგვის ხიდიდან, დაახლოებით 2-3 კილომეტრში იპოვეს.

საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, შავი ფერის, რომლის მარკაც უცნობია და ნაცრისფერი "მერსედესი".

ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, რომელმაც შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

მცხეთის პოლიციაში მიიყვანეს ვახო ახვლედიანი, რომელიც სისხლიან წვეულებას ესწრებოდა. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, მას ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.

ამ საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილიც ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციამ ამ საქმეზე 3 არასრულწლოვანიც დაკითხა, თუმცა უცნობია რა უთხრეს მათ რეზონანსულ საქმეზე პოლიციელებს.

გიორგის ახლობლები და მეგობრები საქმის უსწრაფეს გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42