ინფექციონისტების მადლობა „ზედაზენს“
საზოგადოება - 14:35, 22 Jun, 2020     679

ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიას“ ინფექციონისტები ესტუმრნენ. ექიმებმა დაათვალიერეს საწარმო, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესებს და რეკომენდაციები გაუწიეს კომპანია „ზედაზენის“ თანამშრომლებს.

„მიუხედავად რთული პერიოდისა, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ინფექციონისტების ჯგუფთან ერთად ზედაზენის წარმოებას ვეწვიეთ და მადლობა გადავუხადეთ ყურადღებისთვის, რომელსაც კომპანია გასული ოთხი თვის განმავლობაში, რეგულარულად იჩენდა ჩვენს მიმართ. თავის მხრივ, ზედაზენის თანამშრომლების კითხვებს ვუპასუხეთ კოვიდ 19-ის სეზონური ინფექციების საკითხებთან დაკავშირებით. მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა საწარმო. მოხიბლულები დავრჩით ნანახით. ევროპული ტქნოლოგიებით აღჭურვილი კომპანია „ზედაზენი“, სამაგალითოა და ერთგვარი ფლაგმანი ქართულ წარმოებათა შორის. მოვიხიბლეთ და ძალიან ამაყები ვართ, ასეთ წარმოებას რომ ფლობს საქართველო.“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მისივე თქმით, ძალიან კმაყოფილი დარჩნენ იმ უსაფრთხოების ნორმებითა და სტანდარტებით, რომელსაც იცავს კომპანია.

„უსაფრთხოება და ბიოსტანდარტები დაცულია. მადლობა, რომ უფრთხილდებით თანამშრომლებს და უფრთხილდებით წარმოების ხარისხს. მადლობა თქვენ ამ საინტერესო დღისთვის, გისურვებთ წარმატებებს.“ - მარინა ეზუგბაია.

„ჩვენთვის, კომაპანიისთვის დიდი პატივია ჩვენი დროის გმირების, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების სტუმრობა წარმოებაში. მთავრობამ, ექიმებმა, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ყველამ ერთად შევძელით, რომ ასეთ რთულ დროს, ერთმანეთს გვერდით დავდგომოდით და მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ვართ ძლიერები და ერთიანები. დიახ, ჩვენ ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ ვქმნით ძლიერ სახელმწიფოს ყველა სექტორის განვითარებითა და ერთიანობით.“ - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის კომერციულმა დირექტორმა შალვა ჩოჩელმა. მისივე თქმით, ის შეფასებები და რეკომენდაციები, რომლებიც პირადად მიიღო წარმოებამ ინფექციონისტებისაგან ძალზედ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად („საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“), მაქსიმალურად იცავს სამუშაო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური უსაფრთხოების ყველა რეკომენდირებულ სტანდარტს.
R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42