შაქარაშვილის კვალი არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქრა, ადგილზე მისი ზურგჩანთაა ნაპოვნი - "ნიუპოსტმა"19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარებაზე ახალი დეტალები გაარკვია
საზოგადოება - 21:11, 21 Jun, 2020     2095

"ნიუპოსტმა" 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარიშვილის გაუჩინარების საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, დაბადების დღეზე ჩხუბი და არეულობა გიორგის მისვლამდე იყო დაწყებული.

შაქარიშვილის ოჯახის ახლობელი " ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ბიჭმა წვეულება მეგობართან ერთად მალევე დატოვა და ისინი ტაქსის გასაჩერებლად ფეხით წავიდნენ. მისი ინფორმაციით, შაქარაშვილთან და მის მეგობართან ერთად კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნაცემი იყო.

ირკვევა, რომ დაპირისპირების დროს ისინი გაიქცნენ, რა დროსაც მათ დაედევნენ და შაქარაშვილის მეგობარი ჩასვეს ავტომობილში, თავად შაქარაშვილის კვალი კი გაქრა არაგვის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მისი ზურგჩანთა აღმოაჩინეს.

„ის ფაქტი, რომ გიორგის ვინმე მოსწონდა და მაგის გამო მოხდა შეალაპარაკება, არ არის სიმართლე. დაბადების დღეზე სიტუაცია უკვე არეული იყო და როდესაც ეს ყველაფერი ნახეს, მოდიოდნენ უკანა გზაზე თბილისიკენ. ვიცით, რომ მარტო არ იყვნენ, გურამთან და გიორგისთან ერთად ვიღაც სხვებიც იმყოფებოდნენ, გზაში შეხვედრილები. გიოს და გურამს რამე მოსვლოდათ, ეს გამორიცხულია, ან ის ფაქტი, რომ გიოს და გურამს იქ ვინმე მოსწონდათ და მაგის საფუძველზე იქ რამე ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ, გამორიცხულია 100%-ით“, - აცხადებს შაქარიშვილის ახლობელი.

აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროშიაცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები. დამატებით განმარტებებს უწყებაში, ამ ეტაპზე, არ აკეთებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42