ე.წ კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგვე ლავასოღლიმ, თურქეთის საპატიმრო დატოვა
საზოგადოება - 12:42, 21 Jun, 2020     819

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდა გორაძე, იგივე „ლავასოღლი“, თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის სესახებ „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც გორგაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განმარტა, მათი და ქართული მხარის მოთხოვნის შემდეგ, გორაძე ჯერ საემიგრაციო ციხეში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, თურქეთმა ქვეყანა დაატოვებინა და მისი ექსტრადირება სხვა სახელმწიფოში მოხდა. გორაძე ამ ეტაპზე ბელარუსში იმყოფება.

„ჩვენ გვქონდა ორი მოთხოვნა თურქეთის რესპუბლიკის მხარესთან. ან უნდა გაეშვა იგი ე.წ. მესამე ქვეყანაში, ან უნდა მომხდარიყო მისი ექსტრადიცია საქართველოში. შესაბამისად, პროცესუალური ნორმების დაცვით, რომელიც თურქეთში არსებობს, როდესაც საქმე საექტრადიციო საკითხებს ეხება პროცესუალური საკითხები დაიცვა და მოხდა მისი მესამე ქვეყანაში გადაადგილება.

"ჩვენი მოთხოვნა არ იყო რომ აუცილებლად საქართველოში დაბრუნდეს, ჩვენ ვამბობდით, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში განხორციელებულიყო მისი პროცესუალური საკითხები, რომელიც არ ხორციელდება. ახლა განხორციელდა. არ მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში და მოხდა უკვე მესამე ქვეყანაში გაშვება, რაც სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება. ჩვენ მივმართეთ თურქეთის სახელმწიფო, თუმცა ჩვენმა მხარემაც იმუშავა, რომ პროცესუალური საკითხები დარეგულირებულიყო და მისი გადაყვანა მომხდარიყო ჯერ საემიგრაციო ციხეში, ხოლო იქიდან უკვე გათავისუფლება მომხდარიყო მისი. გათავისუფლება მოხდა იმ ფორმით, რომ თურქეთის რესპუბლიკამ დაატოვებინა ქვეყანა და გაუშვა სხვა სახელმწიფოში.

"ჩვენი მოთხოვნის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წელიწადი და ათი თვე ის იყო ტყვეობაში. როდესაც საექტრადიციო პირობებზე ვსაუბრობთ, თურქეთს აქვს 6 თვე. ადამიანი ან უნდა გაათავისუფლოს 6 თვეში, ან უკან უნდა გაუშვას იმ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს. სამჯერ გამოუშვეს მინდია, იმავე დღეს იჭერდნენ და მიყავდათ ყველაზე მკაცრ ციხეში. ამით მისი უფლებები ირღვეოდა“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42