მაკო გომური: მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს
საზოგადოება - 10:24, 20 Jun, 2020     915
"გავრილოვის" სისხლიან ღამეს მძიმედ დაშავებული მაკო გომური, სისხლიანი ანგარიშსწორების წლისთავზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ: "ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

"ეს ის გოგოა, აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს"
გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?
არა არ იცით, მარტო იმათმა ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს.

და რის გამო?
ან ვის გამო?
ან ვინ?
ან რატომ?
რას ვუშავებდი?
რას ვაშავებდი?

კითხვები,მხოლოდ კითხვები.
პასუხების გარეშე.
კითხვები,რომელიც გჭამს, ტვინს გიჭამს, ქაოსს ქმნის.
ქაოსს, რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ - ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში.
რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო.
რადგან გინდა იყვირო, ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე, შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

ხო, 20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.
ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე.

გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ხოლმე.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ
სადაც აქამდე მოხვედი, ცოტაც რა
დაიკიდე რას გეტყვიან

ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ.

იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს "ნაციონალისტი" რომ მეძახა.
შეიძლება, ჩვენი ბრალიცაა.
საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.
რადგან ასე არაა.
და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.
მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი"- წერს მაკო გომური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42