გერმანიის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობა გააუქმა
საზოგადოება - 15:49, 17 Jun, 2020     809

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიესალმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით.


საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის [ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება] მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.


„მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, მათ შორის პირადად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს თომას ბარაისს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, საქართველოს აღიარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმების გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი იყო და ამ ეტაპზეც სწორად ვმართავთ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველოში გერმანელ ტურისტებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან თომას ბარაისთან ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები რამდენიმე დღის წინ პირადად განიხილა. ონლაინ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42