კარაპს მედლაინის ახალი ფილიალი ახლა უკვე ვაკეში
საზოგადოება - 16:37, 13 Jun, 2020     459


11 ივნისს კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი გაიხსნა. საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებით შექმნილი ესთეტიკური კლინიკა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს პლასტიკური ქირურგიის, ესთეტიკური გინეკოლოგიის,
კოსმეტოლოგიის, ფსიქოლოგიისა და სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისებით. თანამედროვე მედიცინის ტექნოლოგიები, პერსონალური სერვისები და განსხვავებული მიდგომები სამედიცინო და ესთეტიკური სერვისების ერთ სივრცეში მიღების საშუალებას იძლევა.

ზ. ფალიაშვილის N41-ში მდებარე კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალში პლასტიკური ქირურგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე კალანტაროვი ხელმძღვანელობს. პაციენტებს პლასტიკურ ოპერაციამდე შეუძლიათ ისარგებლონ ინოვაციური სერვისით, რომელიც სასურველი ორგანოს 3D მოდელირებას გულისხმობს, რაც მეტ კომფორტსა და უკეთეს შედეგს უზრუნველყოფს.

ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს საოფისე გინეკოლოგიის ხელმძღვანელი, კოლპოსკოპიის ფედერაციის უფროსი მადონა ჯუღელი. სიახლეს წარმოადგენს უახლესი თაობის რევოლუციური აპარატი MonaLisa Touch-ი, რომელიც უკონკურენტო ლაზერული მეთოდია საშვილოსნოს ყელის გაახალგაზრდავებისთვის, ასევე - პოსტმენოპაუზური სიმპტომების სამკურნალოდ.

პერსონალური და სრულიად ახალი სერვისია სხეულის გაჯანსაღებაზე ორიენტირებული თერაპია, რომელიც სპა პროცედურებსა და მასაჟს აერთიანებს და პაციენტებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავებას ინდივიდუალურად გულისხმობს.

კოსმეტოლოგიურ მიმართულებას ხელმძღვანელობენ საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც პერსონალიზებულ მოვლას სთავაზობენ პაციენტებს. უახლესი თაობის დიაგნოსტიკის აპარატი საშუალებას იძლევა, საფუძვლიანად მოხდეს კანის სტრუქტურის შესწავლა და განისაზღვროს მკურნალობა.


ესთეტიკურ კლინიკაში მოქმედებს კონსიერჟის სერვისიც, რაც პაციენტებისთვის
შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაგეგმას ითვალისწინებს. კარაპს მედლაინის ვაკის ფილიალი ზრუნავს მომხმარებლების ინტერესებზე და სამედიცინო, ესთეტიკურ თუ გამაჯანსაღებელ სერვისებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, მაღალი ხარისხით გთავაზობთ.


მის: ფალიაშვილის 41. Tel: 2 51 60 60 / Carapsmedline.ge / Info@carapsmedline.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42