ტელეკომპანია პირველის დირექტორის, ვატო წერეთელი არციდან ნინო ჟიჟლაშვილისა და ვახო სანაიას წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი არხიდან არავის გაუშვია. წერეთლის თქმით, მათ სხვა ტელევიზიაში გადასვლა სურდათ.
როგორც წერეთელი ამბობს, ის გაოცებულია ტელეწამყვანების დამამთავრებელი სიტყვით. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჟიჟილაშვილი და სანაია ფორმულაზე გადადიან.
"ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა TV პირველს, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ფორმულაზე. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს TV პირველის წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს", - აცხადებს ვატო წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






