“ნიკას ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, ჩავიდა ქალბატონი ნეკა.. შევიდა მოსასვენებელ სივრცეში, იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები“
საზოგადოება - 00:16, 27 May, 2020     2463

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომჩივანი მხარისგან, ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება.

“2018 წლის აგვისტოდან წყვილი ერთად არ ცხოვრობს და 2019 წლიდან ისინი ოფიციალურად განქორწინდნენ. განქორწინების ინიციატორი გახლდათ ბატონი ნიკოლოზი. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თუკი ის იყო მოძალადე ადამიანი, მოძალადესთან რატომ არ სურდა ქალბატონ ნეკას განქორწინება. სანამ არ მიმართა სასამართლოს განქორწინებისთვის, რომელიც შეიძლებოდა მარტივად მოგვარებულიყო იუსტიციის სახლში, მსგავსი არ მომხდარა. არცერთ პროცესზე არ განუცხადებია, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი – უფრო მეტიც, არსებობს საოქმო ჩანაწერები, სადაც ამბობს, რომ ნიკოლოზი იყო ძალიან კარგი მამა,”-განაცხადა ბასილაშვილის უფლებადამცველმა.

ადვოკატის თქმით, ნეკა დოროყაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე ყოფილ მეუღლეს სკანდალიც მოუწყო.

“2019 წელს, როდესაც ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, კონსპირაციულად ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან. რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე,“-განაცხადა ირმა ჭკადუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42