საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ულოცავს
- 10:09, 26 May, 2020     450
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ულოცავს. წერილი სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნდა.


პომპეოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მკაფიო სურვილს. პომპეო მომავალ წელს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამდიდრების იმედს გამოთქვამს.

„აშშ-ის მთავრობის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. აშშ-სა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და თავისუფლების ძლიერ სიყვარულზე, დამოუკიდებლობასა და ერთიანობაზე. აშშ რჩება ურყევი მის ვალდებულებაში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის, ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი სამხედროები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს მივაგებთ ქართველებს, რომლებმაც გლობალურ მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად ამდენი რამ გაწირეს.

მომდევნო წელს ველით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გამდიდრებას, რამდენადაც საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას განმტკიცებულს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაძლევისთვის ძალისხმევას. ასეთი კრიზისული დრო გვახსენებს ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის ჭეშმარიტ სიღრმესა და ფასეულობას“, – ვკითხულობთ მაიკ პომპეოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42