საქართველოს ნაკრებმა, ეროვნულ სტადიონზე, ნოემბრის ტესტების პირველ შეხვედრაში, დაძაბულ თამაშში კანადის სარაგბო ნაკრები ანგარიშით 19 : 15 დაამარცხა.
თედო ზიბზიბაძემ საქართველო-კანადის სატესტო შეხვედრაში, მატჩის ერთადერთი ლელო დადო, ხოლო გარდასახვა წარმატებით შეასრულა მერაბ კვირიკაშვილმა. ამას გარდა კვირიკაშვილმა 4 ჯარიმა გაიტანა.
მატჩის პირველი ნახევარი ლელოს გარეშე, კანადელთა სასარგებლოდ 9 : 12 დასრულდა.
ქართველებმა და კანადელებმა სამ-სამი ჯარიმა გაცვალეს, ხოლო მცირე ინციდენტის შემდეგ, რაც რაგბისტებს შორის ჩხუბში გამოიხატა, კანადელებმა კიდევ ერთი ჯარიმის რეალიზაცია შეძლეს.
პირველ ნახევარში, ჩხუბის გამო ორივე ნაკრების თითო მოთამაშეს წითელი ბარათი აჩვენეს. კანადელთა მხრიდან კაპიტანს, ხოლო "ბორჯღალოსნებს", ყელში ბოჭვისა და სახეში დარტყმის გამო, კოლელიშვილი დააკლდათ.
მასალის გამოყენების პირობები






