ისინი სპეცრეისის დანიშვნასა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.
ემიგრანტები მინიმალური შემოსავლის გარეშე, ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები. უმეტესობას კი ბილეთის ფული არ აქვს.
ქართველი ემეგრიანტების ნაწილს, ვინც მზადაა საჭმლის ფული მოიკლოს ოღონდ სამშბოლოში დაბრუნდეს, ვერ ეუბებიან დაინიშნება თუ არა სპეცრეისი.
მათ უმეტესობას კი პირველად დახმარების თანხაც არ აქვს, ამას ემატება მათი ჯანმრთელობას მდგომარეობის გაურესება.
ყველაზე რთული სიტუაცია იორდანისა და იატალიშია:
''თვეზე მეტი სახლში ვისხედით, ოჯახში ჩვილი ბავშვი შეგვეძინა, არც იურიდიული დაბადების მოწმობა აქვს და ვერ მიგყვავს ექიმთან. აცილებელია სამშობლოში დავბრუნდეთ. ვერც საკვების და ვერც ბინის გადასახადს გადავიხდით’’
''სულ რომ ბილეთის თავი დავანებოთ ელემენტარული საკვების ფული არ გვაქვს, ქუჩაში საჭმლის გარეშე თუ დავრჩებით რა მნშვნელობა აქვს კორონავირუსით დავიღუპებით თუ შიმშილით.’’
''გარდაცვლილთა რაოდენობა იმატებს, ვისაც ბილეთ შეძენილი ქონდა ბილეთი, ფრენები გადაიდო, ვითხოვთ დახმარებას მთავრობისგან რომ იქნებ დანიშნონ ფრენები, რომ დავბრუნდეთ სამშობლოში. დაახლოებით 100 ადამიანი ვართ ვინც მზად ვართ დავბრუნდეთ, 1 თვეა რაც სახლში შემოსავლის გარეშე ვსხედვართ'' - აცხადებენ კვიპროსში, იორდანიასა და უნგრეთში მყოფი ემიგრანტები.
მასალის გამოყენების პირობები






