''ახლა არ არის არც სამეგობროს, არც ოჯახური და არც ეკლესიებში შეკრებების დრო'', – ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ქვეყანაში.
მისივე თქმით, საჭიროა მეტად ნაკლები კონტაქტი, თავშეყრა, რადგან შევამციროთ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.
„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები უნდა გვქონდეს. ძალიან მძიმეა ამისი თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველგან, ეს ეხება ყველას, მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, მათ შორის ეხება თქვენ წარმოიდგინეთ სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება თქვენ წარმოიდგინეთ დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
იმნაძის განცხადებით არსებული შემთხევევები მხოლოდ და მხოლოდ ოჯახურ ან ნათესავურ კლასტერს უკავშირდება, სწორედ ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ თავშეყრისგან.
„ოჯახებში არ იყო დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული დაავადება. აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროს შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში შეკრების დრო“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






