COVID-19- ცვლილებები სტომატოლოგიურ მომსახურეობაში - როგორ უნდა მოვიქცეთ კბილის ტკივილის დროს
საზოგადოება - 16:56, 25 Mar, 2020     2571

კორონავირუსის გავრცელების შედეგად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციებით მიამრთა. აღნიშნულ რეკომენდაციებს მშოფლიოს მასტაბით წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკები აქტიურად იყენებენ, მათ რიცხვში საქართველოც მოხვდა.

აღნიშნულ რეკომენდაციებზე ჯანდაცვის სამინისტროდან დეტალურად ისაუბრეს ‘’ფორტუნასთან’’. სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციით კლინიკებში გეგმიური ვიზიტები დროებით შეჩერდება.

„მსოფლიო ჯანდაცვის რეკომედაციაა, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებში გეგმიური ვიზიტები შეჩერდეს. ფოკუსირება იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე და ამ შემთხვევებშიც არის გარკვეული შეზღუდვები. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა მაღალი რისკის ქვეყანიდან დაბრუნებულები, კბილის გასაწმენდად იყვნენ კლინიკაში მისული. ასეთი შემთხვევებისგან თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ.

სტომატოლოგთან ვიზიტი გადაუდებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი.

როცა საჭიროა კბილის ამოღება;

როცა ფიქსირდება კბილიდან სისხლდენა;

როცა არის ღრძილის შეშუპება, ანუ არის ვარაუდი, რომ დაჩირქების პროცესი მიმდინარეობს.

მხოლოდ ამ ჩამოთვლილ შემთხვევებში პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სტომატოლოგიურ მომსახურებას.’’- აცხადებს ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენელი.

სამინისტროს განამრტებით სტომატოლოგიური მომსახურეობის დროს საჭიროა, როგორც პაციენტმა ასევე ექიმმაც დაიცვას ჰიგიენური ნორმები, შესაბამისი აღჭურვილობით. ასევე ყველა სტომატოლოგიურმა კლინიკამ ჭავლული აპარატების გამოყენება გარკვეული პერიოდით უნდა აიკრძალოს.

‘’აუცილებელია, რომ პაციენტმაც და ექიმმაც ჰიგიენის წესები უფრო მკაცრად დაიცვან, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა სტომატოლოგიურ კლინიკებში.

ექიმი აღჭურვილი უნდა იყოს სახის ფარით, პირბადითა და სათვალით.

ჭავლული აპარატების გამოყენება უნდა შეიზღუდოს, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ინფექციის მაქსიმალური გამოფრქვევა და ეს არის კორონავირუსის გავრცელების დამატებითი რისკი. შესაბამისად გადაუდებელი დახმარება ისე უნდა ჩატარდეს, რომ ეს პირობები გათვალისწინებული იყოს.

იმ შემთვევაში თუ პაციენტისთვის კბილის დაბჟენა აუცილებელია, ეს დაბალი სიხშირის ბურღით უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, უნდა გამოიყენონ მხოლოდ გარე რენტგენის საშუალებები.

გეგმიური ვიზიტები სტომატოლოგებთან უნდა შეიზღუდოს მინიმუმ პირველ მაისამდე, მანამ კორონავირუსის გავრცელების რისკია ქვეყანაში და შემდეგ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორი ეპიდოლოგიური სიტუაციაც იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

წყარო: ''ფორტუნა''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42