''მრევლიც გაიყოფა, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას''- დეკანოზი თეოდორე
საზოგადოება - 13:27, 24 Mar, 2020     1020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დეკანოზ თეოდორე გიგნაძე მიმართავს სახელმწიფოსა და დაავადებათა კონტროლის ერვონული ცენტრს. მისივე განცხადებით, იგი ვალდებულია მოუწოდოს და მიმართოს, რადგან ეს მიმართვა ემსახურება სამოქალაქო აქტივობის თუ ჩართულობის მოტივირებას.

."მოგეხსენებათ, რომ განსაცდელი კვლავ მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეკლესიაც კვლავ ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, რომ ვითანამშრომლოთ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ეკლესიაზე, ხელისუფლებასთან, ჩვენს ხალხთან და ერთგვარად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, ვუერთგულოთ ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენთვის და მთელი ერისთვის ვიყოთ გამტარი ცოცხალი ღმერთის ღვთაებრივი ენერგიებისა, რომელიც არის საკურნებელი და გადამრჩენელი ყოველი ადამიანისა და მთელი ერისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანურ სიბრტყეში გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ და რომელთა განხორციელება უკვე დავიწყეთ. ჩვენც შემოქმედებითად ვუდგებით და გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს ჩვენს ღვთისმსახურებაში.

ერთ-ერთი, რაც გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ არის ის, რომ ლიტურღიები ყოველ დღეა და ვცდილობთ, რომ გავყოთ ეს მსახურებები [საუბარია ყოველდღიური პირველშეწირული ლიტურღიების დილა-საღამოს აღსრულებაზე]. გვაქვს ორი მოქმედი ტაძარი, მსახურებები იქნება დილით და საღამოს, შესაბამისად, მრევლიც გაიყოფა და მათი რაოდენობა იქნება ნაკლები. და იგივე წესით, გარეთ დგომით, თითო-თითოდ, გარეთ, მაგრამ ნაკლები რაოდენობით მიიღებენ წირვაში მონაწილეობას. ეს ეხება ყველა დღეს, მათ შორის კვირასაც.

გარდა ამისა, გვახარებს ის, რომ ჩვენი მრევლი მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა გამოირჩევიან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში - როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს.

ასევე მახარებს ისიც, რომ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, სანამ ეს განსაცდელია და სანამ ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში ნებისმიერი მოხმარებისათვის, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს.

იმედი მაქვს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენით, ჩვენი განკაცებული ღმერთის, იესუ ქრისტესა და ჩვენი სამშობლოსადმი ერთგულებით, ერთობით გამოვალთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან.

ყველას შეგვეწიოს ჩვენი უფალი, ამინ."- განაცხადა დეაკნოზ თეოდორე გიგნაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42