დღეიდან "საქართველოს ფოსტის" კურიერები ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს მედიკამენტებს და პირბადეებს სახლში მიუტანენ
საზოგადოება - 19:27, 23 Mar, 2020     736

დღეიდან საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის" კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს.

მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში.


ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს ფოსტას" გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა აღნიშნული პროექტი და ყურადღება მის სოციალურ დატვირთვაზე გაამახვილა. მისი თქმით, პენსიონერები, რომლებსაც დღეიდან „საქართველოს ფოსტა" ემსახურება და მათთვის მედიკამენტები და პირბადეები მიაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან და არიან მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ. „ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, „საქართველოს ფოსტის" კურიერები კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ," - განაცხადა ნათია თურნავამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42