ტყიბულში, ძიძიგურის შახტის ადმინტარაციამ გაფიცულ მეშახტეებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც გაფუცლმა მეშახტეებმა ტყიბულის მერიასთან აქცია გამართეს.
მეშახტეების მთავარი მოთხოვნაა კომპანიასა და მომაშევე პერსონალს შორის წარმოქმნილი პრობლემების დროული მოგვარება.
მათი ძირითადი მოთხოვნებია: გაცდენილი დღეების ანაზღაურება, ღია შეხვედრების მოწყობა კომაპნიის წარმომადგენლებსა და მომუშაევ მეშახტეებს შორის, სახელმწიფო უწყების ჩართულობით, რათა მიიღონ კონკრეტული გეგმები შახტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებისთვის.
გაფიცულებს ადგილზე შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მისივე განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს აღნიშნული პრობლემების გადაჭრას.
მეშახტეების ინფორმაციით, კომპანიამ შახტის მუშაობა სამი დღე შეაჩერა, რის გამოც აქციაც დროებით შეჩერდა. თუ ამ პერიოდში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მეშახტეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია მასიურ სახეს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






