გლობალიზაციამ ინტერნეტი მასობრივად ხელმისაწვდომი გახადა. 21-ე საუკუნეში აჩქარდა ცხოვრების რიტმიც, შესაბამისად, დროის სიმცირის გამო, ტრადიციული ვაჭრობა მეტწილად ონლაინ ვაჭრობამ ჩაანაცვლა. სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ონლაინ პლატფორმებს სხვადასხვა პროდუქტის შესაძენად. ასე მათთვის ბაზარი არა მარტო საკუთარ საცხოვრებელთან ახლომდებარე პუნქტია, არამედ მთელი მსოფლიო. ხალხს მოსწონს, რომ აქვთ ასეთი მრავალფეროვანი და საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული არჩევანის საშუალება.
რომელი ინტერნეტ მაღაზიებია პოპულარული საქართველოში?
დღითი დღე იზრდება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აქტიურად იყენებენ ონლაინ სივრცეს ნივთების შესაძენად. საქართველოში პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში ცნობილი ონლაინ მაღაზიები, როგორებიცაა: Amazon, eBay, Aliexpress. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ინტერნეტ მაღაზიები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რასაც პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასი და სწრაფი საკურიერო მომსახურება განაპირობებს, ამის მაგალითია Vendoo, Extra, Megamall-ი. უკვე მეორე წელია ბაზარზე მყარად დგას და მოწინავე პოზიციას არავის უთმობს საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ ინტერნეტ მაღაზია Liloshop.ge. მისი მიზანია, მომხარებელს თავი ლილოში აგრძნობინოს სახლიდან გაუსვლელად და ამას წარმატებით ახერხებს, რასაც მოწმობს მაღაზიის ლოიალური მყიდველების განუხრელად მზარდი რიცხვი.
რა ტიპის პროდუქტებს ყიდულობს ხალხი ონლაინ?
მოთხოვნის ზრდას პროდუქტებზე სეზონების ცვლა განაპირობებს. მაგალითად, ზაფხულის პერიოდში თუ ყველა კონდიციონერს, ვენტილატორს, აუზსა თუ საზღვაო აქსესუარებს ეძებს და ყიდულობს, აგვისტოს მიწურულს ეს ნივთები პოპულარობას კარგავს. ახალი სასწავლო წლისთვის უკვე სხვაგვარი ციებ-ცხელება იწყება. ზამთარის პირველ თვეს საახალწლო პროდუქციაა განლაგებული ონლაინ მაღაზიების ვირტუალური თაროების მოწინავე ადგილებზე. შემდეგ ქურთუკები, ქოლგები, გამათბობლები მოიპოვებენ ყველაზე გაყიდვადის სტატუსს, გაზაფხულზე სახლისა თუ აგარაკისთვის საჭირო ფერად ნივთებზე იზრდება მოთხოვნა.
უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ პროდუქციაზე მთელი წელი მეტ-ნაკლებად ერთნაირი მოთხოვნაა, მაგალითად, ჭურჭლის შერჩევისა და შეძენისთვის კონკრეტული დრო არ არსებობს. გჭირდება და ყიდულობ. სამზარეულოს კარადების ნაირფერი თეფშებითა თუ ჭიქებით შევსება, არასდროსაა არც ადრე და არც გვიანი. საოჯახო ტექსტილზეც იმავეს თქმა შეიძლება. მასზე მოთხოვნა თითქმის არასდროს მცირდება. დამატებით რამდენიმე ცალი თეთრეული, პირსახოცი, პლედი აუცილებლად უნდა ეწყოს კარადაში. ქალის, კაცისა თუ ბავშვის ტანსაცმელ-ფეხსაცმელი სეზონების მიხედვით კი განსხვავდება ფორმითა თუ მასალით, თუმცა ისინი წლის ნებისმიერ თვესა თუ კვირას მოთხოვნადია. ასევე პოპულარობით სარგებლობს საბავშვო აქსესუარები, სათამაშოები, საყოფაცხოვრებო და სამზარეულოს ტექნიკა.
ამრიგად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ონლაინ ვაჭრობას. მოთხოვნის შესაბამისად, იზრდება მიწოდებაც და ბაზარზე სოკოებივით მრავლდება ინტერნეტ მაღაზიები.
მასალის გამოყენების პირობები






