კომპანია "ქოალ ოფ ჯორჯიას" წარმომადგენელი მიხეილ სოცკი ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს.
მისივე განცხადებით, კომპანია არცერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს და შახტის ადმინისტრაციის დახურვა არის მხოლოდ დროებითი ღონისძიება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას.
როგორც სოცკიმ განაცხადა, ამ ეტაპზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი პროფკავშირებთან დაკავშირებით, მეშახტეებისთვის ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში იყო ცნობილი შახტში ჩაშვების მექანიზმის გეგმიური შემოწმებისა და ტექნიკური რემონტის შესახებ, რაც გამოიწვევდა ადმინისტრაციის დროებით შეჩერებას. ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის და არცერთი მეშახტის სამუშაო ადგილის შემცირებას არ ვგეგმავთ. სამუშაოები კი შესაძლოა, მაქსიმუმ 3 თვის მანძილზე გაგრძელდეს”-აღნიშნა მიხეილ სოცკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






