ამინდიას გაურესების გამო, რასაც დაერთო ძლიერი თოვა და ყინვა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე ავიარეისი გადაიდო, რის გამოც, აეროპორტში ასეულობით მგზავრი ჩარჩა.
Flightradar24-ის ინფორმაციით, 9 თებერვალს გადაიდო რეისები მინსკის, თელ-ავივის და სტამბოლის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტში ასევე ვერ ჩამოფრინდა რეისები სტამბოლიდან და თელ-ავივიდან.
როგორც ისრაელის მედიასაშუალება Vesty იუწყება, თელ-ავივის მიმართულებით რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ვერ გაფრინდა ისრაელის 150 მოქალაქე, რომლებიც ავიაკომპანიამ ადგილობრივ სასტუმროებში გადაანაწილა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, გუშინ, 9 თებერვალს, თელ-ავივში გაფრინდა ერთი თვითმფრინავი დილით. მეორე თვითმფრინავი, რომელიც უნდა დამჯდარიყო ბათუმში, დაჯდა თბილისში – გუშინ. და მესამე, რომელიც ვერ გაფრინდა, გაფრინდება დღეს – მიმდინარეობს ჩასხდომა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 9 თბერვლის დილიდან თოვს, რასაც ღამით ყინვაც დაერთო.
შენიშვნა : vesty.co.il, ავიაკომპანია “ISRAIR-ის” თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში.
მასალის გამოყენების პირობები






