"მივედი ანერვიულებული, დაძაბული, გავიარე ქასთინგი და ორ დღეში დამირეკეს, რომ დამამტკიცეს, ეს ყველაფერი "მასტერშეფამდე" მოხდა" - მარტა ბარამიძე ჩცდ-ზე
საზოგადოება - 14:51, 10 Feb, 2020     2708

მარტა ბარამიძე საზოგადოებამ კულინარიულ პროექტ "მასტერშეფიდან" გაიცნო. ახლახან მარტა "ჩემი ცოლის დაქალების" ჯგუფს შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, მისი პერსონაჟი ჰგავს და ამ სერიალმა საშუალება მისცა, ბავშვობის ოცნება აესრულებინა.

მარტა ბარამიძე: საკუთარი თავი სულ მსახიობად წარმომედგინა ხოლმე. მგონი, ბავშვობაში ყველა ვოცნებობდით ამაზე. მეც ვთამაშობდი სპექტაკლებს და ვცდილობდი, ყოველთვის იქ ვყოფილიყავი, სადაც ეს სფერო იყო. თუმცა, ისეთი როლი და იმის შესაძლებლობა არასოდეს მქონია, რომ ტექსტი და პერსონაჟი გამეაზრებინა. თეატრალურში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, ნიჭი არ მაქვს-მეთქი და გავანებე თავი. მიმაჩნდა, რომ მსახიობს აუცილებლად უნდა სცოდნოდა ყველაფერი: ცეკვა, მუსიკა, მეტყველება და ასე შემდეგ. ჩემი რესურსებით ვცდილობდი, ეს ყველაფერი შორიდან მესწავლა – თეატრალურში სხვის ლექციებს ვესწრებდი ხოლმე და ლექციებს უკანა რიგებიდან ჩუმად ვაკვირდებოდი. ჩემი მეზობელი აბარებდა თეატრალურში და სახლში ფურცელზე ამობეჭდილი მეტყველების სავარჯიშოები მოჰქონდა და ჩემთვის ვვარჯიშობდი; ბათუმის თეატრში კი რეპეტიციების დროს დარბაზში ვიჯექი და ვუყურებდი. მოკლედ, სრული სერიოზულობით მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, თუმცა ის, რამაც ამ დიდ სურვილზე უარი მათქმევინა, მუსიკა იყო. მივედი მუსიკის მასწავლებელთან და აღმოჩნდა, რომ მუსიკალური ნიჭი, სმენა, ხმა არაფერი მსგავსი არ გამაჩნია (იცინის). თეატრის მსახიობისთვის მნიშვნელოვანია სმენა, მე კი, ამ მხრივ, უუნარო აღმოვჩნდი და გადავწყიტე, ამ მიმართულებით არ წავსულიყავი. თან, იმ პერიოდში ასეთი დამოკიდებულება იყო: მსახიობია, ჩააბარა, მაგრამ ამ პროფესიით ვერ ცხოვრობს, იქ დაბალი ანაზღაურებაა, ბევრი საწვალებელი და იმ დონემდე ვიდრე მიხვალ, რომ მოთხოვნადი გახდე... მსახიობობაზე, როგორც პროფესიაზე უარი ვთქვი, თუმცა ყოველ ჯერზე, სადაც რაიმე ქასთინგი გამოუცხადებიათ, ყველგან ვგზავნიდი ჩემთს ანკეტას. ბოლომდე არ ვკარგავდი იმედს – იქნებ რამე გამომივიდეს-მეთქი. ასე მოხდა ჩცდ-ს შემთხვევაშიც. დაახლოებით ერთი წელი არ იქნება გასული, რაც ანკეტა გავგზავნე და დამირეკეს. მითხრეს, ამა და ამ პერსონაჟზე ჰქონდათ ქასთინგი და მკითხეს, ხომ არ მივიდოდი. რას ჰქვია "ხომ არ", ამაზე ხალხი ოცნებობს და აუცილებლად მოვალ-მეთქი. მივედი ანერვიულებული, დაძაბული, გავიარე ეს ქასთინგი და ორ დღეში დამირეკეს, რომ დამამტკიცეს. ეს ყველაფერი "მასტერშეფამდე" მოხდა.

მარტა ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცას მსახიობის პროფესია არ აირცია. იგი აცხადებს, რომ მსახიობობა რთული აღმოჩნდა,

– ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიმიღია, რომ არ ჩავაბარე თეატრალურში (იცინის). ეს მსახიობობა ისეთი რთული რამე ყოფილა, იმდენად რთული, რომ ვერც წარმოვიდგენდი. გარედან ყველაფერი მარტივი ჩანს... ნებისმიერი პროფესია გემარტივება, მაგრამ მსახიობობა საოცრად შრომატევადი ყოფილა. ძალიან რთული იყო გადაღებები, ვნერვულობდი და ახლაც ვნერვიულობ.

– შენი პერსონაჟი ჟურნალისტია, თავადაც იყავი მედიის წარმომადგენელი. დაგეხმარა ეს გამოცდილება გადაღებებისას?

– დიახ და ახლოს არის ეს სფერო ჩემთან. ვიცი, როგორია ჟურნალისტის ხასიათი. თავადაც ჟურნალისტი ვიყავი, გადაღებებზე მივლია, რაღაც მომისწრია, რაღაც – ვერა. რესპონდენტის დათანხმებაც უამრავი ხერხით მიცდია, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან საჭიროა. სერიალში დეა რომ სიუჟეტისთვის მაქსიმეს სახლთან მიადგება, მე ვიყავი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი – იმავეს ვაკეთებდი, თუ ამის საჭიროებას ვხედავდი. შეიძლება ითქვას, რომ როლის უკეთესად შესრულებაში ჩემი გამოცდილება დამეხმარა.

– რეალურად თუ გამოუხატავს რესპონდენტს შენ მიმართ გრძნობები ისე, როგორც სერიალის სცენარშია?

– ღიად არავის გამოუხატავს, თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა მეც რაღაც სიმპათიები გამჩენია რესპონდენტების მიმართ. ეს მეც არ გამომიხატავს, მაგრამ ასეთი რამ მქონია. ალბათ, იქნებოდა მათი მხრიდანაც, რატომაც არა! ყველას გვაქვს ადამიანური მომენტები: შეიძლება, მოგვეწონოს, შეგვიყვარდეს და ასე შემდეგ.

– მოეწონება დეას მაქსიმე? მარტას თუ მოსწონს ისეთი ბიჭები, როგორიც მაქსიმეა?

– დეას მოეწონება თუ არა მაქსიმე, ჯერ არ ვიცი, თან, დეა ისეთი გოგოა – აი, თავისი საქმის პროფესიონალი, ხალისიანი... რაღაცით მგავს კიდეც. მარტას არ მოსწონს ეგეთი ბიჭები. შეიძლება, ადამიანს რაღაც პერიოდი ჰქონდეს გაურკვევლობა საკუთარ თავთან, ამ დროს გულს ვერ უდებენ სამსახურს და ეს არ არის რაღაც კატასტროფა. ადამიანებს მხოლოდ სამსახურის მიხედვით ხომ არ ვაფასებთ?! შეიძლება, მაქსიმეს მსგავსი ბიჭი ძალიან კარგი ადამიანი იყოს და მასში სწორედ ეს თვისებები მოგეწონოს, იმდენადაც კი, რომ თავად გახდე მოტივატორი ამ ადამიანისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, თუ ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა მექნებოდა, ასეთ ტიპს პიროვნულად შევხედავდი და არა ისე, როგორც უსაქმურ, არაფრისმაქნის ადამიანს.

წყარო: თბილისელები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42