იზორია ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და გერმანიაში ელჩად დანიშვნა, მისი ძმის სკანდალს არ უკავშირდება.
"ჩემი საქმიანობა დღეს შეწყდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში. გარკვეულწილად საზოგადოებამაც გაიგო, რომ სავარაუდოდ შეიძლება მე ვყოფილიყავი გერმანიაში ელჩი. ასე, რომ, თითქოს რაღაც დასჯის ფორმა განხორციელდა ჩემს მიმართ, არის მოგონილი ისტორია," - განაცხადა ლევან იზორიამ.
ამის გარდა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას თქმით, მისი ძმისთვის, ვახტანგ იზორიასთვის ე.წ. ნარუშილოვკა ანუ ოპერატიული საშვი მას არ გადაუცია. ამის შესახებ იზორიამ პოსტვ-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქრონოლოგიურად ჯერ ნარუშილოვკის ინციდენტი იყო, შემდეგ კი პოლიციელ გიორგი დვალიშვილთან დაკავშირებული საქმე.
“ამის კადრები გავრცელდა, თუმცა იქ ამის ამოკითხვა, ეს ნარუშილოვკაა თუ რა არის, არავის შეუძლია. მე პირდად მწვავე რეაგირება მქონდა, რადგან ეს მე სწორედ ამ კადრების შემდეგ გავიგე”, - განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






