გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში და ბაიდენის ცენტრის მოქმედი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი ეხმაურება.
მისი თქმით ეს არის გაფრთხილევა, რომელიც საქარტველოს ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს.
"საქართველოს ხელისუფლებამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება, რომელიც ნეგატიურ ტენდენციებს ეხება: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირებას, გამოხატვის თავისუფლებას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და ძალაუფლების კონცენტრაციას. ეს გზავნილი საქართველოს მეგობრებისგან მოდის", - წერს სოციალურ ქსელში მაიკლ კარპენტერი.
შეგახსენებთ, ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას კრიტიკული უმწვავესი წერილი მისწერა. წერილში კონგრესმენები არნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული ვითარებით სეშფოთებულები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






