წამებით მოკლული ახალგაზრდა "დამპალოს სასაფლაოზე" - საქმის მასალების მიხედვით, ჩხუბი, რა დროსაც სპეცრაზმელმა 24 წლის კაცი მოკლა, მანქანის გამო დაიწყო
- 09:29, 07 Jan, 2020     2220
24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის შესახებ მთავარ საგამოძიებო უწყებაში პირველ კომენტარს აკეთებენ.

როგორც "ნიუპოსტს" პროკურატურიდან აცნობეს, ვარკეთილის "დამპალოს" სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო.

უწყების ცნობითვე, საქართველოს შს სამინისტრომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს ქ. თბილისში ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1’ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

პროკურატურაში აღნიშნავებ, რომ 2020 წლის 4 იანვარს, მიმდინარე გამოძიების ეტაპზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.( თავისუფლების უკანონო აღკვეთა)

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ბრალდებული ზ. ფ. შეეცედა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა.

ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

2020 წლის 6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ"- აცხადებენ პროკურატურაში.

ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ბედობის ღამეს აწამეს. მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავის ქალა გატეხილი. ოჯახის ინფორმაციით, ორმა სპეცრაზმელმა 24 წლის მამაკაცი ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში ყინვაში მიატოვეს. ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. მისი თქმით, მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი, ნაცემმა მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმია კი სპეცრაზმელების ხელში აღმოჩნდდა.

მუხრან წურწუმია ყვება, რომ მან მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მურადმა გაქცევა ვერ მოახერხა. რის შემდეგაც ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42