გაყალბება ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის - ოკუპირებულ აფხაზეთში ხაჯიმბას ინაუგურაციისთვის ემზადებიან
რეგიონები - 16:08, 08 Oct, 2019     1156
9 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია ჩატარდება. ძალიან ბევრი იბრძოლა ოპოზიციურმა კანდიდატმა ალხას კვიწინიამ, ხალხიც მის გვერდით იყო, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ რაულ ხაჯიმბამ არჩევნების შედეგები გააყალბა, მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, 9 ოქტომბერს ხაჯიმბას ინაუგურაცია მაინც შედგება.

როგორ გამოიყურება გაყალბებული არჩევნების ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობა? უნდა ითქვას, რომ ცუდად.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვს გალის რაიონის მოსახლეობას. შეგახსენებთ რომ გალის რაიონში სოფლების ჩათვლით 17 ათასი ქართველი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას არც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვს და მით უფრო, არც რუსული პასპორტი.

ისინი დღემდე საქართველოს მოქალაქეები არიან და აფხაზეთში ცხოვრების მხოლოდ დროებით საბუთი აქვთ. მათ ბუნებრივია, აფხაზეთის არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არც მისცეს, რადგან აფხაზები ასეთ ქართველებს საკუთარ მოქალაქეებად არ თვლიან.

უფრო მეტიც, არც რაულ ხაჯიმბას და მის ადმინისტრაციას არც აწყობდა რომ ,,უპასპორტო" ქართველებს არჩევნებში ხმის უფლება ჰქონოდა, რადგან ხაჯიმბასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართველები მხარს ოპოზიციურ კანდიდატს კვიწინიას უჭერდნენ.
ამის მიზეზი, კვიწინიას პროქართულობა ნამდვილად არ არის. თუმცა როგორც ხალხი ამბობს, ალხას კვიწინია ქართველების მიმართ ყოველთვის ყურადღებით და თავაზიანობით გამოირჩეოდა. შეიძლება ეს მცირე დეტალი იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობისათვის იმედის ნაპერწკალი იყო.
ქართველებს, რომლებსაც იქ ცხოვრების და გადაადგილების დროებითი უფლების საბუთი ჰქონდათ ვადა ამოეწურათ. ვადის გაგრძელებაზე ადმინისტრაციასთან ქართველების რიგი ყოველდღიურად მატულობს, თუმცა მათ ვადას არ უგრძელებენ.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ქართველებს სთხოვს რომ განცხადებები შეიტანონ და აფხაზეთის პასპორტი მოითხოვონ, რაც იმას ნიშნავს პასპორტის მისაღებად განცხადების დაწერის შემდეგ, ქრთამის სახით გადაიხადო 30-40 ათასი რუბლი.

გამოდის რომ ქართველებს არც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვთ და არც დროებითი საბუთი, რითაც ქართველები ენგურზე გადმოდიოდნენ და გადაადგილება არ ეზღუდებოდათ.

დღეს კი ისინი დე ფაქტო საზღვრად ქცეულ ენგურს აქეთ ვერ გადმოდიან, ვერც ქართულ პენსიას იღებენ, ვერც აფხაზურს და ვერც რუსულს.

აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა იმედოვნებენ რომ 9 ოქტომბერს ჩატარებული მემორანდუმის შემდეგ ხაჯიმბა მათ ,,მოწყალე" თვალით გადმოხედავს.

აბა საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ გალის რაიონში მცხოვრები 27 ათასი ქართველისთვის არ სცალია. ოფიციალური თბილისი პოლიტიკურ კეკლუცობას განაგრძობს და მისთვის აფხაზეთი და ქართველი მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველდღე იბრძვის, რომ დროებითი საბუთი მაინც აიღოს, რათა ზუგდიდში გადმოსვლა და პენსიის აღება შეძლოს, მეათეხარისხოვანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42