ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ ომი საქართველოს წინა მთავრობამ დაიწყო.
„ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მათთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ომი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო რუსეთმა და წერტილი. ამ წინადადების შემდეგ ნებისმიერი კითხვის ნიშნის, მძიმის, ორწერტილის დასმა არის სამშობლოს ღალატი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი განცხადებებით გამიზნულად პუტინის წისქვილზე ასხამენ წყალს.
„კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ივანიშვილის ბიოგრაფიაში, რომელიც თვითონ ჩაწერეს, ეს დღე გამოიყენეს ქვეყნის საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ტალხის სროლისთვის, უბინძურესი სიცრუით სავსე ბრალდებებისთვის, ერთი ერთში გამეორებით ჩვენი საერთო მტრის გზავნილის. დარჩა ორი მთავრობა მსოფლიოში, რომელიც აგრძელებს ძველ ხაზს, ეს არის პუტინის მთავრობა და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენივე მთავრობა"- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






