ბანკომატების გაქურდვის ბრალდებით თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
სამართალი - 13:13, 06 Aug, 2019     1156

სამართალდამცველებმა ბანკომატების გაქურდვის ბრალდებით თბილისში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პროკურატურასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1987 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1986 წელს დაბადებული ბ.გ. და 1985 წელს დაბადებული დ.მ.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროსაჭრელი ხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მიმდინარე და გასულ წლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში ჩადენილი აქვთ 20-ზე მეტი დანაშაული.

გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის მცდელობის ფაქტებზე - საქართველოს სსკ-ს 19-177-ე და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, 19-284-ე მუხლის და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42