ურთიერთშელაპარაკება თანხის დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ბრალებულს 18 წელი მიესაჯა
სამართალი - 11:31, 06 Aug, 2019     993

განზრახ მკვლელობისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში შ.ვ.-სთან ვალის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით მ.გ. ახლობლებთან - ნ.ფ.-სთან და კ.ს.-სთან ერთად მივიდა. მ.გ.-მ მისი თანხის - 14 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა შ.ვ.-ს, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.

შ.ვ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ.გ.-ს კუთვნილ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.გ.-ს მუცლისა და ფეხის არეში ნ.ფ.-ს კისრისა და მუცლის არეში მიაყენა ჭრილობები. შ.ვ.-მ ასევე მოკვლის მიზნით კ.ს.-ს მიმართულებით გაისროლა და მას შემდეგ რაც ააცილა, იარაღი შუბლის არეში მიადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა ვინაიდან იარაღში ვაზნები აღარ იყო და განზრახვა სისრულეში ვეღარ მოიყვანა. შ.ვ.-მ მიისაკუთრა მ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ნ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვინაიდან შ.ვ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება), სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა შ.ვ. 2018 წლის 17 ივნისს საგარეჯოს რაიონში დააკავეს.

თელავის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42