ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავეს
სამართალი - 18:50, 02 Aug, 2019     1031

პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით სარფში 1 პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების განადგურების ბრალდებით, 1 პირი - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში 2 აგვისტოს, იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ გამგზავრებას ცდილობდა.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 24 ივლისს, პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩიქობავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 1983 წელს დაბადებული გ. ბ.-ის პირადი ჩხრეკა განახორციელეს, რის შედეგადაც მისგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სამართალდამცველებმა გ.ბ. ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში, სადაც მან უარი განაცხადა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამის შემდეგ, გ.ბ. გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით.

სამართალდამცველების ავტომობილში მყოფმა გ.ბ.-მ, ბადრაგად მყოფი პოლიციელების თანდასწრებით, ავტომანქანის სალონში არსებული, ნივთმტკიცების დალუქული პაკეტის აღება და განადგურება მოახერხა.

აღნიშნული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. ექსპერტიზების დასკვნების მიღებამდე, დაკავებული გ.ბ. პროკურორის დადგენილებით, 25 ივლისს გათავისუფლდა.

საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველების ავტომანქანიდან ამოღებულ, დაზიანებულ პაკეტსა და სალონის ზედაპირზე ჩატარდა შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტსა და ავტომანქანის სალონის ანაწმენდებზე დაფიქსირებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ კვლები.

ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისგან, 27 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო მტკიცებულებების განადგურების საქმე.

გ.ბ. ბრალი წარედგინა სსკ-ის 368-ე მუხლით, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების განადგურებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42