საბერძნეთის პასპორტების გაყალბება - დაკავებულია 4 პირი
სამართალი - 14:00, 02 Aug, 2019     1207

პოლიციამ უცხო ქვეყნის ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების, დამზადების და გასაღების ბრალდებით 4 პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტების, მართვისა და ბინადრობის ყალბი მოწმობების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, 4 პირი დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები: 1970 წელს დაბადებული შ.რ. და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები - 1980 წელს დაბადებული ლ. წ., 1970 წელს დაბადებული ფ. გ. და 1959 წელს დაბადებული ა.ე. ამზადებდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის ყალბ პასპორტებს, მართვისა და ბინადრობის ყალბ მოწმობებს, რომლებსაც შემდგომ, ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, ასევე, სამართალდამცველებმა ქალაქ ხონში, ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ტურისტული კომპანიის ოფისშიც ჩაატარეს ჩხრეკა.

პოლიციამ მოპოვებული მტკიცებულების ერთობლიობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ოთხივე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავა. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-შეძენა-შენახვა- გასაღების ან გამოყენების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42