3 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა
შემთხვევა - 17:33, 29 Jul, 2019     2439

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებული 3 წლის გოგონა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მშობლებმა გადაიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, კვლევები კი ამ დრომდე გრძელდება.

''ცნობიერება არის ნათელი. ხილული მოტეხილობები არ აღენიშნება ამ ეტაპზე. პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს მონიტორინგი. ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება. მშობელი ამბობს, რომ ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა'' - ამბობს პედიატრი თეონა ტაბატაძე.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მეზობლები ყვებიან, რომ ლიფტი ძველია და მისი კარი მარტივად იღება. ბავშვი პირველ სართულზე იყო, როცა სავარაუდოდ, ლიფტის კარი გააღო, ფეხი დაუცდა და შახტში ჩავარდა. ლიფტი კი ამ დროს სხვა სართულზე იყო გაჩერებული.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ 112-ში მომხდარზე შეტყობინება შევიდა, მაგრამ ადგილზე მისულ მედიკოსებს არავინ დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42