გადაწყვეტილებას, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი გაასაჩივრებს.
„სირცხვილი სასამართლოს... მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, წერილობითგააფრთხილა ირკალი ოქრუაშვილმა რომ 2 ივლისს მივფრინავ, თუ რამე გინდათ მანამდე დამიძახეთ თუ არადა ჩამოვიდა და მერე მივიდა. საურობდა მასმედია რომ შეიძლება დაიჭირონ და მაინც ჩამოვიდა.
სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო და უაპელაციოდ გაიზიარა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს, თითოეული ინდივიდი, თითოეული ბრალდებული ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, აბსოლუტურად სამივეზე გადმოკოპირებული ჰქონდა ის საფრთხეები, რაზეც პროკურატურა საუბრობდა. 48 საათი გვაქვს, გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება და მერე სააპელაციო სასამართლო, რასაც 99 პროცენტის შემთხვევაში აკეთებს ხოლმე, დაუშვებლად ცნობს საჩივარს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ვნახოთ რა იქნება,“ - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






