როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სატვირთო მანქანაზე, რომელიც ხრამში გადავარდა, სავარაუდოდ 13 ადამიანი იმყოფებოდა, შემთხვევის დროს ხუთმა მათგანმა გადმოხტომა მოახერხა. სამი ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს და ისინი გადაყვანილები არიან თელავის ჰოსპიტალში. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.
ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა.
მასალის გამოყენების პირობები






