როგორც “ნიუპოსტს“ ოჯახის ახლობელი უყვება, ბინა სადაც საზარელი ტრაგედია დატრიალდა, ტყემელეძეებს ეკუთვნით. უცხოეთიდან დაბრუნებულ შაკოს ოჯახმა საჩუქარი გაუკეთა და კეთილმოწყობილი ბინა რამდენიმე დღის წინ აჩუქა.
„შაკო ძალიან წესიერი ბიჭია, მასზე წარსულში საუბარი ყველას გვიჭირს. წარმატებული სტუდენტი იყო და უცხოეთიდან, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა, სულ ახლახანს დაბრუნდა. დედ-მამამ ბინა მოუწყო, ძალიან გახარებული იყო - დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდა. არავის გაკვირვებია, როცა უთქვამს, ჩემს ბინაში გადავალ და მალევე დავბრუნდებიო. როცა აღარ გამოჩნდა და ტელეფონსაც არ უპასუხა, გრიგოლი შეწუხდა და შვილის კუთვნილ ბინაში წავიდა. როგორც ამბობენ, კარიც სათადარიგო გასაღებით გააღო და...
ორივე ბიჭი ტყვიით მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი. ერთ-ერთს შუბლი აქვს გახვრეტილი.
ვერსიებზე საუბარი ძალიან გვიჭირს, პოლიცია არაფერს ამბობს, ხალხში კი ორი ვერსია ტრიელებს. პირველი - მკვლელობა, თუმცა რა იყო მოტივი, ჩემთვის ამოუხსნელია, რადგან შაკო ჭიანჭველასაც არ დააბიჯებდა. ოჯახს მტრები არ ჰყავს. მცირე ბიზნესი აქვთ და თავისთვის ცხოვრობენ.
მეორე გარდაცვლილი შაკოს მეგობარია, ისიც უცხოეთში სწავლობდა, თურმე. ეტყობა იქ დამეგობრდნენ, ვერ გეტყვით.
ამბობენ იმასაც, რომ იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, შემდეგ კი თავი მოიკლაო. იმედია, ამ კითხვას გამოძიება მალე გასცემს პასუხს“- ამბობს „ნიუპოსტთან“ ოჯახის ახლობელი.
შაკო ტყემალაძის ძმა, თორნიკე ტყემალაძე სამოდელო ბიზნესშია. ოჯახი მომხდარის გამო შოკშია და საუბარი უჭირს.
„რამდენიმე წილის წინ, შაკო საშინელ ავარიაში მოჰყვა, ძლივს გადაარჩინეს, გუშინ კი ასეთი უბედურება დაატყდათ თავს. დედამ მხოლოდ გამთენიისას გაიგო, რომ შვილი აღარ ჰყავდა ცოცხალი. ეუბნებოდნენ, დაჭრილია და რეანიმაციაში წევსო. ბებიაც ხარაგაულიდან მოტყუებით ჩამოიყვანეს. დეიდამ კი დიშვილის გარდაცვალების შესახებ მედიით გაიგო, შაკოს დეიდამაც. მთელი ოჯახი შოკშია“ - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.
რაც შეეხება გურამ კოღუას, ახალგაზრდა გერმანიიდან ახალი ჩამოსულია და ლისზე ცხოვრობდა. ისევე როგორც შაკოს, გუკასაც დადებითად ახასიათებენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამასთან, "ნიუპოსტის" ინფორმაციით, სამართალდამცავები ადგენენ ვის ეკუთვნის იარაღი, რომლითაც მკვლელობა მოხდა. სპეციალისტებმა უნდა დაადგინოს ისიც, ვის ეკუთვნის საცხოვრებელი სახლიდან ლიფტამდე არსებული სისხლის კვალი, რომელიც მედიამ მკვლელობის ადგილზე დააფიქსირა.
სისხლის კვალთან დაკავშირებით შსს განმარტავს, რომ სისხლი სამართალდამცველების მიერ ცხედრების გადასვენებისას დაიღვარა.
„სამართალდამცველების მიერ, ცხედრების გამოსვენების დროს, მოხდა სისხლის ჩამოღვრა, რის გამოც კვალი რჩება გარკვეულ ადგილზე. ეს არის მიზეზი, რის გამოც ტერიტორიაზე სისხლის კვალი აღინიშნება“, - განაცხადეს შსს-ში.
სხვა ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები, მათი ვარაუდით, დაჭრილი ახალგაზრდა გარეთ გამოვიდა, თუმცა ლიფტთან მისვლის შემდეგ ის კვლავ სახლში დაბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები






