მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ზვიად კორძაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00 საათზე არიან დაბარებული.
კორძაძე ამბობს, რომ პროკურატურის დადგენილების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყო.
უფლებადამცველი ამ წუთებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხვდება.
საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
"გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)" - განაცხადეს თადუმაძის უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






