ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებლები, სავარაუდოდ, ხაჭაპურით მოიწამლნენ
შემთხვევა - 12:58, 22 Jul, 2019     1398

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.

მედიკოსების ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია. პაციენტებმა თქვეს, რომ ის კვერცხით იყო მომზადებული.

ათივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

''პაციენტების ნაწილი თვითდინებით მოვიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მათ შორის 7 ბავშვი იყო, ერთი კი ზრდასრული. მათი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო. ყველას პირველადი დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა ბინაზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც პაციენტები და თანხმლები პირები ყვებოდნენ მიირთვეს ხაჭაპური, რომელიც კვერცხიანი იყო. ყველა მათგანი იმავე დღეს გავწერეთ. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მიმღების ექიმმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით, შემოწმდა სასტუმრო- "მეგობრობას", კვების ბლოკი, სადაც აღნიშნული პირები ისვენებდნენ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42