20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებული ლევან ჯიქურს პატიმრობა ღუდუშურის კლინიკაში შეეფარდა.
ბრალდებულის ადვოკატის, ალექსანდრე ზუბიაშვილის თქმით, ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე.
„პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, აქვს წართმეული მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი, შეუძლოდ არის, სუსტად არის. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაიდოს კიდევაც დღევანდელი პროცესი, შესაძლებელია და თუ გაიხსნება პროცესი, მე მოვითხოვ მის მიმართ წაყენებული ბრალდების მოხსნას და ალტერნატივის სახით შევთავაზებ უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებას, გირაოს" - აღნიშნა ადვოკატმა.
დაცვის მხარე ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






