"გავრილოვის სისხლიან ღამეზე" დაკავებულ სპეცრაზმელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
საქმე ეხება იურისტ დავით ნიორაძის დაკავებას 21 ივნისს გამთენიისას, პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიციელი ნიორაძეს, თუმცა არქივში ინახება ის კადრებიც საიდანაც ირკვევა, რომ ნიორაძის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას.
ნიორაძემ, დაკავებისას სპეცრაზმელების მხრიდან ძალადობის გამო მძიმე დაზიანებები მიიღო და მას დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მასალის გამოყენების პირობები






