"ხელებს აცეცებენ სიბნელეში... ორკესტრირებულად აქვთ სურვილი ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად"- გიგი უგულავამ ჩვენება მისცა
სამართალი - 12:40, 10 Jul, 2019     946

"ევროპულის საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავა გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დასმული კითხვებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენების ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებას ცდილობს. მისი თქმით, ამბოხების ნაწილში კითხვები არ ყოფილა, არამედ მას შეკითხვები დაუსვეს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე.

"დამრჩა შთაბეჭდილება რომ გამოძიებას საერთოდ გაუგებრობაშია. ფაქტია, ჩვენ საჯაროდაც ვიცით პოლიტიკური ხელმღვანელობისა და პროკურტურის და სსს ხელმძღვანელობისგან რომ იძიებენ რაღაც მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას. ახლა ჩემი პირველი კითხვა გამოძიების მიმართ ეხებოდა იმას, რომ გადატრიალების საქმე არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე იყო კითხვები. მე როცა დავაზუსტე რომ ეს სხვა საქმეა, მითხრეს რომ არა, ეს ერთიდაიგივე საქმეა უბრალოდ მუხლი არ იყო იქ მითითბული.

ფაქტია, რომ ხელოვნურადაა დაჩეხილი ეს საქმე იმისთვის, რომ რაღცა გამოყონ, სადღაც მოეჭიდონ და რაღაც გამოუვიდეთ რომელიმე მიმართულებით. ხელებს აცეცებენ სიბნელეში. ფაქტია, რომ ორკესტრირებულად აქვთ სურვილი ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად. ისტორიული ექსკურსის ჩატარებაც მომიწია გამოძიებისთვის, სიტყვა რევოლუციას ახსენებდა თუ არა ვინმე ამაზე იყო შეკითხვა და რას ვფიქრობ მე ვარდების რევოლუციაზე. უკვე სახელისუფლებო პროპაგანდიდანაც ჩანს და კითხვებიდანაც იკვეთებოდა რომ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან"- განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, გამოძიება "გამოცხადებული გაყალბებული ქრონიკაა".

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან და ამისთვის მზად არიან, გადაწერონ ისტორია.

"სანამ საქართველოს სახელმწიფოს სახელით პროკურატურა და ხელისუფლება არ გასცემს კითხვაზე პასუხს, ვინ ამოთხარა თვალი მაკო გომურს, სხვა დანარჩენ ადამიანებს, ვინ მოტეხა ხელი თამარ ბაღაშვილს, ვინ გამოიყენა და რატომ გამოიყენეს დათვის ტყვიები, ყველა სხვა დანარჩენი შეკითხვა არის ისრების გადატანის მცდელობა, გაყალბების მცდელობა და საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42