სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 16:00 საათზეა დანიშნული.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე მოხდება არასრუწლოვანი დედის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.
საზარელი შემთხვევა 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






