კლუბ "ბასიანზე" ახალგაზრდები მოიწამლნენ - ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა
შემთხვევა - 17:38, 18 Jun, 2019     2360

"ფორტუნა"-ს ინფორმაციით, კლუბ "ბასიანიდან" საავადმყოფებში 14 ივნისს 15 ახალგაზრდა მოხვდა - ძირითადად მოწამვლის ნიშნებით. თუმცა, კლინიკაში, შსს-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალგაზრდების ამ რაოდენობაზე არ საუბრობენ.

მათივე ცნობით, გერმანულ ჰოსპიტალში მხოლოდ ორი ადამიანი გადაიყვანეს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 3 ახალგაზრდა გადაიყვანა" - კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მათ მოწამვლის ნიშნები, ცენტრში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა დიაგნოზს არ სვამს.

ჰოსპიტალში კი აღნიშნავენ, რომ 14 ივნისს კლინიკაში სამი ახალგაზრდა შევიდა, მათგან ორი სახლშია გაწერილი, ხოლო ერთი უგონო მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპოსტი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ქართულ-გერმანულ ჰოსპიტალში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ 2000 წელს დაბადებული ბ.ზ.-ს უგონო მდგომარეობაში შეყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემით მან მიიღო გარკვეული ალკოჰოლური სასმელი, რა დროსაც გონება დაკარგა. ბ.ზ. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის – აღებულია შარდისა და სისხლის ბიო-მასალები, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა.

ბ.ზ. ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“ - აღნიშნავენ უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42