ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში ტყის ქვედა საფარს ცეცხლი მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძარი არ გავრცელდა ფართო ტერიტორიაზე.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი," - აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






